
GHL-ის ახალი საწყობი
პროექტის ძირითადი მახასიათებლები
ელარჯი ჰოლდინგის შვილობილი ლოგისტიკური კომპანია GHL ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 30 000 კვ.მ ფართობის A კლასის საწყობის მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის სრულად მოწყობას.ახალი საწყობი კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სასაწყობე მომსახურებას გააერთიანებს და თანამედროვე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზანია მომხმარებლებისთვის მოქნილი, მრავალფეროვანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების შეთავაზება, ასევე კომპანიის ოპერაციული შესაძლებლობების გაფართოება.
კომპლექსის საგეგმვისას გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სასაწყობე სივრცეების გაერთიანება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ მათთვის შესაფერისი მომსახურება.პროქტის ფარგლებში მოეწყობა:
საყინულე და სამაცივრე საწყობი;
საბაჟო საწყობი;
მშრალი საწყობი;
სასაწყობე სივრცეების ამგვარი განაწილება კომპლექსს მრავალფუნქციურ დანიშნულებას შესძენს და სხვადასხვა სექტორის კომპანიების მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების შესაძლებლობას ქმნის.

პროექტის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები
ახალი საწყობი კომპლექსი GHL-ის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება, სხვადასხვა ტიპის მომსახურების ერთ სივრცეში გაერთიანება და ფართების წინასწარი კომერციული ათვისების სტრატეგია პროექტს მნიშვნელოვან საოპერაციო და კომერციულ პოტენციალს ანიჭებს.
პროექტის განხორციელება გააფართოებს კომპანიის შესაძლებლობებს, გააძლიერებს მის პოზიციებს ლოჯისტიკური მომსახურების ბაზარზე და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ საიმედო, მოქნილი და მრავალფუნქციური სასაწყობე ინფრასტრუქტურა.
ეს პროექტი GHL-ის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს და თანამედროვე ლოგისტიკური შესაძლებლობების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.